×

karlson.ge - უფასო განცხადებების საიტი

facebook Twitter Google + VK Youtube Skype ჩემი ფავორიტები ჩემი ფავორიტები განცხადების დამატება უფასოდ რეგისტრაცია შესვლა   Geo Ru Eng
Seupr Vip
  • #
#
ფართი
ფასი

დეტალური ძებნა
ბინები | კერძო სახლები | საოფისე-კომერციული | მიწის ნაკვეთები

karlson.ge - უძრავი ქონების დიდი საინფორმაციო პორტალი

karlson.ge ეს არის უძრავი ქონების უფასო განცხადებების სპეციალიზირებული, საინფორმაციო პორტალი, რომელზეც ქვეყნდება საქართველოში არსებული გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ უახლესი ინფორმაცია. პორტალი არის მუდმივად განახლებადი. აქვე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ახალი აშენებული და მშენებარე ობიექტების შესახებ საქართველოში.

მნიშვნელოვანი განმარტება: ჩვენ არ ვართ უძრავი ქონების კომპანია და არ ვერევით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაში და ქირაობა-გაქირავებაში. 

პორტალზე უფასოდ განცხადებების გამოქვეყნება გასაყიდი ან გასაქირავებელი ქონების შესახებ თავისი საკონტაქტო ინფორმაციით შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, უძრავი ქონების სააგენტოებს, კერძო მაკლერებს და ბანკებს.  

სამშენებლო კომპანიების, ამხანაგობების და დეველოპერული კომპანიებისთვის საიტზე არის სპეციალური ასევე უფასო განყოფილება "ახალი და მშენებარე ობიექტები", რომელშიც შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია საცხოვრებელი კორპუსების, ბიზნეს ცენტრების, სხვადასხვა კომპლექსების და ნებისმიერი ახალი ობიექტის შესახებ (გაეცანით განთავსების პირობებს ქვემოთ) ან შეგიძლიათ განათავსოთ ფასიანი სარეკლამო ბანერის სახით. 

 

დახმარება - როგორ გამოიყენოთ ვებ.გვერდი:

1. როგორ გაიაროთ პორტალზე რეგისტრაცია

პორტალის სერვისების სრულყოფილად სარგებლობისთვის გაიარეთ ავტორიზაცია (რეგისტრაცია).

ვებ.გვერდის ზედა მარჯვენა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“. აირჩიეთ რა სტატუსით გსურთ დარეგისტრირება: კერძო პირი, უძრავი ქონების სააგენტო თუ კერძო მაკლერი.

აქვე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი სხვა მომხმარებლებისგან განმასხვავებელი სურათი ან ლოგო, რომელიც გამოჩნდება განცხადებების ჩამონათვალში თქვენი განცხადებების ტექსტის მარჯვენა მხარეს.

კომპანიის არჩევის შემთხვევაში აირჩიეთ კომპანიის ტიპი: სააგენტო ან ბანკი. (სამშენებლო კომპანიებისთვის, ამხანაგობებისთვის და დეველოპერული კომპანიებისთვის პორტალზე არის ცალკე უფასო განყოფილება და ამ განყოფილებაში ობიექტის დამატებისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ)

შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი (სავალდებულო ველები მონიშნულია წითელი ვარსკვლავით)

დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს.

დაელოდეთ რამდენიმე წამი და თქვენ მოხვდებით თქვენს პირად გვერდზე, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ, მართოთ, დაარედაქტიროთ თქვენი განცხადებები.

2. როგორ დაამატოთ ახალი განცხადება

თუ თქვენ უკვე დარეგისტრირებული ხართ საიტზე ახალი განცხადების დამატებისთვის და ძველი განცხადებების მართვისთვის გაიარეთ ავტორიზაცია. ამისათვის ვებ.გვერდის ზედა მარჯვენა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს  „შესვლა“.

ჩემი გვერდი“ არის თქვენი პირადი გვერდი, სადაც შეგიძლიათ თქვენი განცხადებების მართვა, ახალი განცხადების დამატება, შეცვლა, განახლება. აქვე შეგიძლიათ პირადი მონაცემების და პაროლის შეცვლა.

ახალი განცხადების დამატებისათვის დააჭირეთ  „განცხადების დამატება“ და შეავსეთ ველები. წითლად მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა. გთხოვთ შეავსოთ მაქსიმალურად ყველა ველი და მახასიათებელი ქართული ვარიანტისთვის მაინც, რაც თქვენს ქონებას აქვს რომ დაინტერესებულ პირს არ გამორჩეს თქვენი განცხადება ძებნისას.

უკეთესია, თუ თქვენს განცხადებას დაურთავთ სურათებს. დასურათების გარეშე განცხადებები იწვევს მაძიებლის ნაკლებ ინტერესს. პირველი ატვირთეთ ის სურათი, რომელიც გინდათ გამოჩნდეს განცხადებების ჩამონათვალში.

სურათის შეცვლა განცხადებაში: განცხადების რედაქტირებაში დააჭირეთ სურათის ატვირთვას ახლიდან და ატვირთეთ ის სურათი, რომლითაც გსურთ შეცვლა.

სურათის წაშლა განცხადებაში: დააჭირეთ განცხადების მარჯვნივ ღილაკს „განცხადების ნახვა“ , მონიშნეთ სურათი, რომლის წაშლაც გსურთ და დააჭირეთ წაშლას.

3. როგორ მართოთ "ჩემი გვერდი"

„ჩემი გვერდის’ მართვისთვის გაიარეთ ავტორიზაცია. ამისათვის ვებ.გვერდის ზედა მხარეს დააჭირეთ „შესვლა“. „ჩემი გვერდი“ არის თქვენი პირადი გვერდი, სადაც შეგიძლიათ თქვენი განცხადებების მართვა, ახალი განცხადების დამატება, შეცვლა, განახლება. აქვე შეგიძლიათ პირადი მონაცემების და პაროლის შეცვლა

4. რას ნიშნავს და როგორ მიანიჭოთ განცხადებას SUPER VIP სტატუსი

თუ განცხადებას მიანიჭებთ SUPER VIP სტატუსს, ის მოხვდება საიტის ზედა ნაწილში, სადაც სლაიდების სახით მუდმივად იცვლება SUPER VIP სტატუსის განცხადებები. ეს სლაიდები ჩანს საიტის უმეტეს გვერდებზე და მომხმარებელი, რომელიც ეძებს უმეტეს შემთხვევაში ხედავს თქვენს განცხადებას.

ნებისმიერი განცხადების დეტალურ გვერდზე ასევე ჩანს SUPER VIP სტატუსის განცხადებები.

ამასთან, განცხადებების ძებნისას შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში თავში ჩანს SUPER VIP სტატუსის განცხადებები, შემდეგ VIP სტატუსის განცხადებები და შემდეგ სტატუსის გარეშე განცხადებების ქრონოლოგიის მიხედვით.

SUPER VIP  სტატუსის მინიჭება: გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია ანუ ზედა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“,  შედით პირად გვერდზე - „ჩემი გვერდი“ . განცხადების გასწვრივ არის  სპეციალური გრაფა SUPER VIP და „მინიჭება“. დააჭირეთ მინიჭების ლინკს, მიუთითეთ სასურველი დღეების რაოდენობა და დააჭირეთ ღილაკს „დადასტურება“. მითითებული დღეების შესაბამისი თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება SUPER VIP სტატუსში შესაბამის განყოფილებაში.

დღეების არჩევის დროს გამოჩნდება მხოლოდ დღეების ის რაოდენობა, რომლის შესაბამისი თანხა გაქვთ თქვენს ბალანსზე.  

SUPER VIP სტატუსის მინიჭების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში 3 ლარი

5. რას ნიშნავს და როგორ მიანიჭოთ განცხადებას VIP სტატუსი

საიტის მთავარ (პირველ) გვერდზე მორიგეობით ჩანს 9 შემთხვევითი VIP სტატუსის განცხადება.

ამასთან, განცხადებების ძებნისას შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში თავში ჩანს SUPER VIP სტატუსის განცხადებები, შემდეგ VIP სტატუსის განცხადებები და შემდეგ სტატუსის გარეშე განცხადებების ქრონოლოგიის მიხედვით.

VIP სტატუსის მინიჭება: გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია ანუ ზედა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“,  შედით პირად გვერდზე - „ჩემი გვერდი“ . განცხადების გასწვრივ არის  გრაფა VIP და „მინიჭება“. დააჭირეთ მინიჭების ლინკს, მიუთითეთ სასურველი დღეების რაოდენობა და დააჭირეთ ღილაკს „დადასტურება“. მითითებული დღეების შესაბამისი თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება VIP სტატუსში შესაბამის განყოფილებაში.

დღეების არჩევის დროს გამოჩნდება მხოლოდ დღეების ის რაოდენობა, რომლის შესაბამისი თანხა გაქვთ თქვენს ბალანსზე.  

VIP სტატუსის მინიჭების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში 1ლარი.

6. როგორ განაახლოთ განცხადება

განცხადებების ძებნისას შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში თავში ჩანს SUPER VIP სტატუსის განცხადებები, შემდეგ VIP სტატუსის განცხადებები და შემდეგ სტატუსის გარეშე განცხადებების ქრონოლოგიის მიხედვით. ახალი დამატებული განცხადებები ემატება თავში.

10 დღის გასვლის შემდეგ, თუ თქვენი განცხადება ისევ აქტუალურია, თქვენ შეგიძლიათ მისი განახლება და ეს განცხადება გამოქვეყნდება განახლების თარიღით. შესაბამისად გადავა სტატუსის გარეშე განცხადებების თავში.

განცხადების განახლება: გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია ანუ ზედა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“,  შედით პირად გვერდზე - „ჩემი გვერდი“ . განცხადების გასწვრივ არის  გრაფა „განახლება“, რომელშიც მითითებულია თარიღი თუ როდის არის შესაძლებელი განცხადების განახლება. როცა განცხადების განახლება იქნება შესაძლებელი, თარიღზე გამოჩნდება განახლების ლინკი, რომელზე დაჭერითაც შეგიძლიათ განცხადების განახლდება.

7. როგორ შეავსოთ თანხა პორტალზე პირად ანგარიშზე

თანხის შევსება ჯერ-ჯერობით შესაძლებელია VISA/Mastercard პლასტიკური ბარათების საშუალებით. თქვენს მიერ გადმორიცხული თანხა ავტომატურად ჩაირიცხება თქვენი მომხმარებლის ბალანსზე და შეგეძლებათ მისი დახარჯვა ნებისმიერ დროს განცხადებების სტატუსის მინიჭებისთვის.

თანხის შევსება: გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია ანუ ზედა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“,  შედით პირად გვერდზე - „ჩემი გვერდი“ . მარცხენა მხარეს ჩანს თქვენი მიმდინარე ბალანსი. თანხის შესავსებად დააჭირეთ ლინკს  „თანხის შევსება “,  აირჩიეთ თანხა, რომლის თქვენს ბალანსზე ჩარიცხვაც გსურთ და დააჭირეთ გადახდას. შეავსეთ თქვენი ბარათის მონაცემები და დააჭირეთ გადარიცხვას.  თანხა მაშინვე აისახება საიტზე თქვნს ბალანსზე, რის შემდეგაც შეგეძლებათ განცხადებებისთვის SUPER VIP და VIP სტატუსის მინიჭება

8. "ახალი და მშენებარე ობიექტები" - "სპეციალური შემოთავაზება"

ეს განყოფილებაც არის უფასო და არის სპეციალურად სამშენებლო კომპანიების, ამხანაგობების და დეველოპერულ კომპანიებისთვის. თუ თქვენ ეკუთვნით რომელიმე ამ კომპანიას, შეგიძლიათ  განათავსოთ თქვენი მშენებარე და აშენებული ობიექტები ამ განყოფილებაში. მთლიანი კორპუსები, კომპლექსები და ასე შემდეგ სხვადასხვა ობიექტები. ეს განყოფილება არ ეხება ცალკეულ გასაყიდ ფართებს და ბინებს, არამედ მთლიან ობიექტებს.

შეგიძლიათ განათავსოთ განსხვავებული ობიექტების შესახებ ნებისმიერი რაოდენობის სხვადასხვა განცხადებები.

ობიექტის განთავსება უფასოა:  ამ განყოფილებაში ობიექტის დასამატებლად გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია და სურათები ელ.ფოსტაზე ან დაგვიკავშირდით.

განცხადება განთავსდება მენიუს განყოფილებაში „ახალი და მშენებარე ობიექტები“.  ახალი ობიექტი დაემატება ჩამონათვალის თავში ქრონოლოგიის მიხედვით.

„სპეციალური შემოთავაზება“ - VIP სტატუსი:

ახალი და მშენებარე ობიექტისთვის VIP სტატუსი ნიშნავს, რომ ეს ობიექტი ჩამონათვალში იქნება ამ ობიექტების უფასო განცხადებების თავში. ამასთან ერთად  საიტის მთავარ (პირველ) გვერდზე და უმეტეს გვერდებზე, ასევე ყველა განცხადების შიდა გვერდის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება განყოფილებაში „სპეციალური შემოთავაზება“ მორიგეობით  რამდენიმე შემთხვევითი VIP სტატუსის ობიექტი.

VIP სტატუსის შემოთავაზების ღირებულებაა 1 თვე 30 ლარი.

თანხის გადახდა ხდება საბანკო გადმორიცხვით ჩვენი კომპანიის ანგარიშზე.

 ინვოისის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდით.

TBC
www.appraiser.ge
http://classica.com.ge/
http://osteopathyc.blogspot.com
სპეციალური შემოთავაზება
#
კომპანია:
მდებარეობა: ქუთაისი
კომერიცული ფართი ქუთაისში

x